|
2017-06-28 15:47:39, 2317 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მარიამ ჯაში: საქართველოს ასეთი გამართული და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია არ ჰქონია
„მხარი დავუჭირე კონსტიტუციურ ცვლილებებს, რადგან საქართველოს, დღემდე სამართლებრივად ასეთი გამართული და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია არ ჰქონია“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ჯაშმა აღნიშნა, 6 თვიან პოლიტიკურ დებატებში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები გაიფანტა, რომელიც კონსტიტუციაში, ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნების და შემდგომის განვითარებისთვის შედის. „კონსტიტუციის დონეზე დაცული იქნება ქართული მიწა და აბსოლუტურად უკონტროლოდ ვეღარ გასხვისდება სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უზენაეს კანონში შედის შშმ პირთა უფლებების გარანტიები, მათ შორის განათლებისა და კულტურის სფეროებში. კონსტიტუციით დაცულია რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება, თუმცა რჩება განსაკუთრებული როლი, რომელიც აქვს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და რჩება სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი. მკაცრდება სახელმწიფო სიმბოლოების და ენის დაცულობა, ჩნდება ჩანაწერი ინტერნეტთან წვდომის უფლებასთან დაკავშირებით, განმტკიცდება შრომის უფლებები და შრომის უსაფრთხოება. კონსტიტუციაში პირველად ჩნდება ჩანაწერი ღირსეული საცხოვრისის შესახებ, რაც მთავარია ჩვენ ვქმნით ძლიერ საპარლამენტო სახელმწიფოს, სადაც გამორიცხული იქნება, ერთპიროვნული მმართველობის რეჟიმების დაბრუნების რისკი. უზურპაციაზე როდესაც არის საუბარი, თუკი ქართულ ოცნებას ექნებოდა უზურპაციის მცდელობა, ყველაზე მარტივი და მოკლე გზა იქნებოდა არსებული კონსტიტუციის დატოვება ცვლილებების გარეშე“, - განაცხადა ჯაშმა. დეპუტატმა ოპონენტებს ფრანგი განმანათლებლის ვოლტერის (ფრანსუა მარი არუე) სიტყვებით მიმართა. „შეიძლება ჩემთვის მიუღებელი იყოს თქვენი აზრები, მაგრამ თავს გავწირავ რომ თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ“,-განაცხადა ჯაშმა და დასძინა, რომ ოპონენტებს უმრავლესობა აზრის გამოხატვის უფლებას უტოვებს, რომელიც ახალი კონსტიტუციით კიდევ უფრო მტკიცედ იქნება დაცული.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)