|
2017-06-27 12:31:39, 2270 ნახვა
სამართალი
დეკანოზი კახაბერ გოგიტიშვილი და დეკანოზი დავით ჭინჭარაული მამა გიორგი მამალაძეს ხვდებიან
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზი კახაბერ გოგიტიშვილი და დეკანოზი დავით ჭინჭარაული იმყოფებიან. ისინი ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძეს ხვდებიან. როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრა თავად ბრალდებულის სურვილით დაიგეგმა, რათა პატრიარქს „რაღაც“ გადასცეს. ციხეში შესვლამდე მათ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთეს და აღნიშნეს, რომ დეკანოზს მოუსმენენ. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)