|
2017-06-23 15:30:40, 1270 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ავიაშოუ „FlyFest Georgia” გაიმართება
ბათუმში, ბულვარის კოლონადებთან 25 ივნისს, 16:30 საათზე, ავია შოუ „FlyFest Georgia“ გაიმართება. აჭარის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლატვიური კომპანიის “Baltic Bees Jet Team” ავიაპილოტაჟით შესრულებულ მრავალფეროვან შოუს აჭარა წელს პირველად მასპინძლობს. მათივე ინფორმაციით, 6 საჰაერო ხომალდი მაყურებელს 30 წუთიან სანახაობრივ შოუს შესთავაზებს. ბათუმამდე ერთი დღით ადრე კი ავია შოუ თბილისში ჩატარდება. წელს, ბათუმი გამორჩეულია კულტურული და გასართობი პროგრამების მრავალფეროვნებით. ქალაქი ყველა იმ საერთაშორისო ღონისძიებას უმასინძლებს, რომელიც ბათუმთან ასოცირდება: შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი, ანიმაციური ფილმების ფესტივალი "თოფუზი", კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი და შემოდგომაზე საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF. აგვისტოსა და სექტემბერში კი ბლექსი არენა, აეროსმიტის გრანდიოზული კონცერტის შემდეგ გორან ბრეგოვიჩისა და ელტონ ჯონის კონცერტებს უმასპინძლებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)