|
2017-06-23 14:56:06, 2383 ნახვა
სამართალი
შსს იუმორისტ დავით როსტომაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო იუმორისტ დავით როსტომაშვილზე მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ზურაბ ქ. „მიმდინარე წლის 14 ივნისს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში დაიწყო გამოძიება დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 1991 წელს დაბადებული ზურაბ ქ., რომელიც დაზარალებულმა დავით როსტომაშვილმა და მისმა ქალიშვილმა, ქეთევან როსტომაშვილმა ამოიცნეს, როგორც ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირი. რაც შეეხება 2017 წლის 22 ივნისს ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ნათქვამია, თითქოს დავით როსტომაშვილზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე ზურაბ ქ. მოსკოვის გამზირზე მდებარე სპორტდარბაზ "საკემატაში" იმყოფებოდა, სინამდვილეს არ შეესაბამება. ყაჩაღობის ფაქტი მოხდა 2017 წლის 14 ივნისს, 15:51 საათზე. სპორტდარბაზში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერში ზურაბ ქ.-ს დარბაზიდან გასვლის ფაქტი დაფიქსირებულია 2017.08.14 (2017 წლის 14 აგვისტო), 15:40 საათზე. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჯერ არდამდგარი თარიღის მოშველიებით, ზურაბ. ქ-ს უდანაშაულობის დასამტკიცებლად აღნიშნული ვიდეოჩანაწერის არგუმენტად მოყვანა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“,-ნათქვამია განცხადებაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)