|
2017-06-23 14:47:24, 2422 ნახვა
სამართალი
სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე ირაკლი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს. მას ჯერ ბრალდების მხარე კითხავს, მოგვიანებით კი, სასამართლო ჯვარედინ დაკითხვაზე გადავა, რა დროსაც, დაცვის მხარეს მიეცემა საშუალება ირაკლი მამალაძეს კითხვები დაუსვას. როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა ეკა ლომიძემ განუცხადა, ირაკლი მამალაძისთვის კითხვების დასმის თავად ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძეც შეძლებს. ამასთან, ლომიძის თქმით, დაცვის მხარისთვის ცნობილი არ იყო, რომ დღეს ირაკლი მამალაძე დაიკითხებოდა „მოგეხსენებათ, ირაკლი მამალაძე არის პროკურატურის მთავარი მოწმე ამ საქმეში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მისი დაკითხვა. ჩვენთვის ცნობილი არ იყო რომ ეს ადამიანი დღეს დაიკითხებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სიურპრიზისთვის, მივიღებთ ჯვარედინ დაკითხვაში მონაწილეობას. არის მცდელობა პროკურატურის მხრიდან, მიმანიშნებელი კითხვები დასვან და ის ინფორმაცია მიიღონ ირაკლი მამალაძისგან, რაც მისთვის ხელსაყრელია. თუმცა, ჩვენ ადვოკატები იმიტომ ვართ, რომ ასეთი კითხვები მოვხსნათ“, - აღნიშნა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატმა, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეშია ჩართული.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)