|
2017-06-23 14:14:38, 845 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიების პრეზენტაციებს დაესწრნენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში გამართულ ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიების პრეზენტაციებს დაესწრნენ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას, მარტინ სტროპნიცკიმ აღნიშნა, რომ ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე წარმატებულები არიან. მან საქართველოსთან სამხედრო მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ღონისძიება საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს მასპინძლობა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა შტეფან გრივალსკიმ და საელჩოს წარმომადგენლებმა გაუწიეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)