|
2017-06-22 13:19:18, 2157 ნახვა
სამართალი
საია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის გამკაცრებას ითხოვს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტს საკუთარი მოსაზრებები წარუდგინა. საია კანონპროექტით გათვალისწინებულ არაერთ რეგულაციას დადებითად აფასებს. თუმცა, ორგანიზაციის მოსაზრებით, არსებობს რამდენიმე საკითხი, რომლის უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში დიდია რისკი დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ვერ იქნეს სრულად უზრუნველყოფილი. „საია-ს მოსაზრებები შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილების სრულად გავრცელება ყველა დამსაქმებელზე, მის ხელთ არსებული ბერკეტების ნათლად გაწერა კანონის თანახმად, საწარმოთა შემოწმებისას სასამართლოს ნებართვის მოპოვების ვალდებულებისგან გათავისუფლება, სანქციის გამოყენების მიუხედავად გამოვლენილი დარღვევის გამოსწორების ვალდებულების ცალსახა დადგენა, კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის მექანიზმის გამართვა და მისი ეფექტურობის უზრუნველყოფა და სხვა. საგულისხმოა, რომ საია-ს მოსაზრებები სრულად ეფუძნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებას, ევროპის საბჭოს დირექტივას დასაქმების ადგილებზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნის სპეციალური ღონისძიებების დანერგვის შესახებ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების - გერმანიის, ჰოლანდიისა და პოლონეთის გამოცდილებას ამ სფეროში. საია იმედს იტოვებს, რომ წარდგენილი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება კანონპროქტის ავტორის/ინიციატორის და პარლამენტის მხრიდან. მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ საიას კვლევა, სადაც მიმოხილულია ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკა შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)