|
2017-06-22 12:12:33, 2896 ნახვა
მსოფლიო
UNICEF: ერაყში 5 მილიონზე მეტი ბავშვი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს
გაერო-ს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის ინფორმაციით, ერაყში 5 მილიონზე მეტი ბავშვი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს, - ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება. როგორც ფონდის განცხადებაშია აღნიშნული, ერაყის ტერიტორიაზე ბავშვებს კლავენ, იტაცებენ და საომარ მოქმედებებში მონაწილეობას აიძულებენ. "ერაყის ტერიტორიაზე ბავშვები ნამდვილი კოშმარის და წარმოუდგენელი ძალადობის მომსწრენი არიან. მათ კლავენ, იტაცებენ, აიძულებენ ისროლონ და მოკლან, აიძულებენ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა მიიღონ", - ნათქვამია განცხადებაში. UNICEF-ის ცნობით, ერაყის ქალაქ მოსულში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები სამიზნეს სპეციალურად ბავშვებს ირჩევენ, იმისათვის რომ, მათ მშობლებზე კონტროლი იქონიონდა გაქცევის შესაძლებლობა არ მისცენ. ცნობისთვის, ერაყში არსებული ვითარება "ისლამური სახელმწიფოს" არსებობის ფონზე კიდევ უფრო დაიძაბა. ტერორისტებს ქვეყნის ნაწილზე კონტროლი 2014 წლიდან აქვს მოპოვებული. ბოევიკები თავდასხმებს ახორციელებენ, რის შედეგადაც ხშირ შემთხვევაში მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, მათ შორის ბავშვები. ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია ქვეყანაში 2016 წლიდან მიმდინაროებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)