|
2017-06-19 15:22:35, 2025 ნახვა
კომენტარი
ხუხაშვილი: აიღოს ირაკლი კობახიძემ ბიბლია და პირდაპირ მასზე ააგოს კონსტიტუცია, ბევრად მარტივი იქნება
ექსპერტის პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილის შეფასებით, პოლიტიკური ელიტის მიერ პატრიარქის სიტყვების ბუკვალურად აღქმა, „ფარისევლობაა“. როგორც ხუხაშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პატრიარქის განცხადებას არასწორად იგებენ. "არა ერთხელ ყოფილა ისეთი ფაქტები, როდესაც პატრიარქს რაღაც უთქვამს, გაუგია ეს პოლიტიკურ ელიტას ბუკვალურად, დაუწყიათ ამაზე სერიოზული მსჯელობა და მერე პატრიარქს გაუკეთებია განმარტება, რომ ის ამას არ გულისხმობდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პატრიარქი გარკვეული სიმბოლიკით, არა პირდაპირ საუბრობს რაღაცაზე და ბუკვალურად იგებს ამას პოლიტიკური ელიტა. მერე ჩვეულებრივი ფარისევლობით, რაღაცნაირად ცდილობენ, რომ ეს აიტაცონ და სერიოზულად იმსჯელონ ამ ყველაფერზე. არ მგონია, რომ პატრიარქის ეს განცხადება პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გაგებულიყო. მაგრამ ჩვენი პოლიტიკურ ელიტას საქმე გამოლევია და დიდი მორწმუნეებით, რადგან პატრიარქმა თქვა, რიგში ჩადგნენ ჭკვიანი სახეებით და რაღაცას ბოდავენ. სრულიად არასერიოზულია ეს ყველაფერი, ვინაიდან ჩვენთან არ არსებობს კონსტიტუციური მონარქიის არანაირი ტრადიცია. არსებობს მხოლოდ აბსოლუტური მონარქიის ტრადიცია, ისიც მივიწყებული საუკუნეების წინ. ასე, რომ ეს არის კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელი, რომ პოლიტიკური ელიტა არის აბსოლუტურ კრიზისში, ინტელექტუალურში, თუნდაც სარწმუნეობრივში და კიდევ ათას უბედურებაში", - განაცხადა გია ხუხაშვილმა. ექსპერტის განმარტებით, პატრიარქის სიტყვები, კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით, შესაძლოა იყოს სურვილი იმისა, რომ ქვეყანაში სტაბილურობა არსებობდეს. ხუხაშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას, ტრაგიკომედია უწოდა. "მაგალითად, ჩვენ ახლა ბიბლია, რომ ავიღოთ და რაც იქ წერია, ყველაფერი ბუკვალურად გავიგოთ იგივეს ნიშნავს. აიღოს, მაშინ ეს ბიბლია კობახიძემ და კონსტიტუციაში დახმარება რომ სჭირდება და რომ ვერ მოაბა ამ საქმეს თავი, ადგეს და პირდაპირ იმაზე ააგოს ეს კონსტიტუცია, ბევრად მარტივი იქნება. სინამდვილეში ეს არის მინიშნებები თუ რა სჭირდება ქვეყანას, რა ტიპის მოდელი სჭირდება იმისათვის რომ ჩაცხრეს და დაწყნარდეს სიტუაცია. საუბარია არა ზუსტად კონსტიტუციურ მონარქიაზე არამედ სულ სხვა რამეზე, ქვეყანაში სტაბილურობაზე. ზოგადად დამახასიათებელია ქართული ელიტისთვის ის ტრაგიკომედია, რაც ახლა თამაშდება ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის ტრაგიკომედია და სხვა არაფერი. ვთხოვდი რობერტ სტურუას, ამ ფარსზე აგებული დიდი სპექტაკლი დადგას. ამაზე ძალიან კარგი სცენარის დაწერა შეიძლება, ყველაფერ ამ უმსგავსობაზე, რაც ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური ელიტის მხრიდან", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, საკვირაო ქადაგების დროს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა, რომ კონსტიტუციურ მონარქიას ქვეყანაში სიმშვიდე შემოაქვს. პატრიარქს დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაეთანხმა, თუმცა, მისივე თქმით, ამ საკითხზე დამატებით განცხადებას მხოლოდ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)