|
2017-06-19 14:41:23, 724 ნახვა
რეგიონი
ბათუმმა „Street Art Festival“-ს უმასპინძლა
ბათუმმა კიდევ ერთ „Street Art Festival”-ს უმასპინძლა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფესტვალის ფარგლებში ქალაქს ახალი ნამუშევრები შეემატა, რომლებმაც რამდენიმე დღეში ქალაქის მცხოვრებლებსა და ტურისტებს შორის პოპულარობა მოიპოვა. მათივე ინფორმაცით, 30-მდე ფრანგმა, ირანელმა და ადგილობრივმა მხატვარმა თავიანთი შემოქმედება ანბანის კოშკის, ბაქოს ქუჩისა და ძველი ბათუმის ტერიტორიაზე კედლებზე გადაიტანეს. საერთო ჯამში, ქალაქის ტერიტორიაზე 600 მ2 ტერიტორია მოიხატა. „Street Art Festival” ბათუმში წლებია განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისიტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ამ დროის განმავლობაში მის ფარგლებში ქალაქს არაერთი თვალსაჩინო ნამუშევარი შეემატა. მათ შორის სთრით არტ კომპოზიციები, რომელიც 2014 წელს პარიზში მოქმედი გალერეის - “L’attrape Reve“ - 18-მა ფრანგმა და 6 ქართველმა ხელოვანმა, ხოლო 2015 წელს ავსტრიელმა და ქართველმა მხატვრებმა განახორციელეს. 2016 წელს, სტრიტ არტ არეალის გაფართოების მიზნით მოცულობითი ნამუშევრები შეიქმნა აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებშიც. ფესტივალის ფორმატიდან გამომდინარე მასში მონაწილეობას ყოველწლიურად რამდენიმე უცხოელი არტისტი ღებულობს. (NS)
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)