|
2017-06-17 15:48:27, 2505 ნახვა
სამართალი
ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული სააგენტოს უფროსად კობა კობიძეა წარდგენილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ სპეციალური კომისიის სხდომა გაიმართა. სპეციალურ კომისიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მზია თოდუა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე. სუს-ის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა სხდომაზე განიხილეს საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე წარსადგენი სამი კანდიდატურა: სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კობახიძე, სუს-ის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის მოადგილე კობა კობიძე და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ლევან როსტომაშვილი. სამივე კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ, ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად, სპეციალურმა კომისიამ კობა კობიძის კანდიდატურა აირჩია. კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატს, კანონის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დანიშნავს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)