|
2017-06-15 15:23:38, 1979 ნახვა
კომენტარი
სუბარი: შეუძლებლად მიმაჩნია, თბილისში ადამიანს ტომარა ჩამოაცვან, ჩატენონ მანქანაში და ეს ვერ დაინახოს ვერავინ
„შეუძლებლად მიმაჩნია, თბილისში, ქალაქში, ცენტრალურ უბნებში ადამიანი ჩატენონ მანქანაში, თავზე ტომარა ჩამოაცვან, თან ფორმიანებმა, ნიღბიანებმა და ეს ვერ დაინახოს ვერავინ, ერთი მოწმეც არ გამოჩნდეს“,-ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს. სუბარის თქმით, შესაძლო გატაცებაზე მხოლოდ აფგან მუხთარლი საუბრობს. ამასთან, სუბარი აღნიშნავს, რომ წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან თავს იკავებს და გამოძიების შედეგებს ელოდება. „შესაძლო გატაცება, შესაძლო არ გატაცებაზე ლაპარაკი არ არსებობს ერთი წყაროს გარდა, ეს არის თვითონ აფგან მუხთარლი და მისი ადვოკატები. თბილისის ნებისმიერ უბანში, ყველაზე მიყრუებულშიც კი, არ ვამბობ ჩიტაძის ქუჩაზე და ცენტრში, ადამიანს რომ დახვდეს ვიღაც, თავზე ტომარა ჩამოაცვას, ჩატენოს მანქანაში, საბარგულში, მინიმუმ 20-30 ადამიანი იქნება, ვინც ამას ვიდეოზე აღბეჭდავს და იქნება სოციალურ ქსელებში გავრცელებული. არ გამოჩნდა ამ ხნის განმავლობაში ერთი ადამიანიც კი ვინც იტყოდა, რომ მათ თავზე რაღაც საეჭვო მოხდა. მე ასეთი რამ ვერ წარმომიდგენია. მიუხედავად ამისა, სანამ გამოძიება დასრულდება, წინასწარ დასკვნებს არ ვაკეთებ, მაგრამ შეუძლებლად მიმაჩნია, თბილისში, ქალაქში, ცენტრალურ უბნებში ადამიანი ჩატენონ მანქანაში, თავზე ტომარა ჩამოაცვან, თან ფორმიანებმა, ნიღბიანებმა და ეს ვერ დაინახოს ვერავინ, ერთი მოწმეც არ გამოჩნდეს“,-განაცხადა სუბარმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)