|
2017-06-14 14:27:45, 800 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის უწყება უანგარო დონაციის აქციას შეუერთდა
როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფის 40-მდე სამხედრო მოსამსახურემ სისხლის გადასხმის საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღო. უწყების ინფორმაციით, ჯარისკაცების მიერ გაღებული სისხლის რეზერვი, საჭიროებისამებრ, სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებს მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო და სამედიცინო წესების სრული დაცვით წარიმართა. მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი პერიოდულად მონაწილეობს. სისხლის დონაციის აქციას სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი რევაზ კუჭუხიძე და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. სამხედრო ჰოსპიტალი უახლოეს მომავალში პროექტის - „აჩუქე სისხლი - აჩუქე სიცოცხლე“ განხორციელებას გეგმავს. პროექტის მიზანს უანგარო დონაციის კულტურის დანერგვა და დონორების წახალისება წარმოადგენს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)