|
2017-06-14 13:41:30, 2316 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე ოპოზიციას: თქვენ გაღელვებთ კალაძის რეიტინგი, პოპულარობა და ის, რომ მას გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრ, მერობის სავარაუდო კანდიდატ კახი კალაძის მისამართით ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა. თალაკვაძის თქმით, კახი კალაძე თანამედროვე პოლიტიკოსია, რომელმაც ქვეყანას თავისი შრომით ბევრი რამ გაუკეთა. მისივე შეფასებით, ოპონენტებს სწორედ კალაძის რეიტინგი და პოპულარობა აღელვებთ: „არ ვაპირებდი ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას, მაგრამ აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო ბატონი კანდელაკის განცხადებას, ვფიქრობ ცალსახად გვაქვს შემდეგი მოცემულობა. მინდა, გკითხოთ, როდის მოილაპარაკეთ, რომ კალაძეზე დაგეწყოთ ერთხმად სიმღერა, მემგონი, სადღაც ორი დღის წინ საღამოს დასხედით, თქვენმა დირიჟორმა გიბრძანათ, რომ ხვალიდან ყველამ უნდა ილაპარაკოთ კალაძეზე, დაიწყეთ, გამარჯობის და ნახვამდის გარდა, სულ კალაძეს გაიძახით ეს ორი დღეა და ხალხი კარგად ხვდება, რომ ეს არის თქვენი მოლაპარაკება. რაც შეეხება კალაძეს, სინამდვილეში, ვინ არის კახი კალაძე, თქვენ ეს იცით და ამიტომ ხართ აღელვებულები მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. კახი კალაძე არის თანამედროვე პოლიტიკოსი, ადამიანი, რომელმაც შრომით, თანმიმდევრული, თავდაუზოგავი ვარჯიშით და მიზანსწრაფულობით მიაღწია წარმატებას ჯერ სპორტში, გახდა მსოფლიო ვარსკვლავი, თავის ქვეყანას ძალიან ბევრს უკეთებდა მაშინაც, შემდეგ ჩაერთო პოლიტიკაში. დღეს ის არის თანამედროვე პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს უშუალო კომუნიკაცია ხალხთან, ის არის 13 ივნისის მოვლენების ერთ-ერთი გმირი, მოხალისეებთან ერთად, რომლებიც სტიქიის და 13 ივნისის მოვლენების შემდეგ იდგნენ მთავრობის გვერდით. ის არის ენერგეტიკის თანამედროვე მინისტრი, რომელმაც მოახდინა ახალი ტექნოლოგიების შემოტანა, რომელმაც მოახდინა ენერგიის ალტერნატიული წყაროების და უსაფრთხო წყაროების შემოტანა ენერგეტიკაში და როდესაც ქუთაისში მოდიხართ და მიდიხართ, მემგონი, მის პროექტებს ხედავთ გზაზე. თქვენ ეს გაღელვებთ ზუსტად. თქვენ გაღელვებთ მისი რეიტინგი, მისი პოპულარობა და ის, რომ მას აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა. მომწონს, რომ ასე მოგწონთ და თქვენთვისაც ასე პოპულარულია კახა კალაძე“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)