|
2017-06-13 18:24:48, 706 ნახვა
სამხედრო
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ასეულმა მაზარ-ი-შარიფში გეგმიური პატრულირება განახორციელა
ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა მაზარ-ი-შარიფში გეგმიური პატრულირება განახორციელა. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა სამოქმედო არეალში უსაფრთხოების კონტროლის მიზნით სათვალთვალო პუნქტები დაიკავეს. პატრულირება ქალაქ მაზარ-ი-შარიფსა და მის შემოგარენში გერმანიის შეიარაღებული ძალების დაჯავშნული სამხედრო მანქანებით ტერიტორიის რეკოგნოსცირებას მოიცავდა. მოტორიზებული პატრულის ამოცანაა საჭიროების შემთხვევაში კოალიციურ ძალებს მხარდაჭერა და დახმარება გაუწიოს, ოპერაციის რაიონში ძალთა დემონსტრირება მოახდინოს და მოწინააღმდეგის თავისუფალი გადაადგილება აღკვეთოს, ასევე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების და ბაზის მიმართულებით არაპირდაპირი ცეცხლის გახსნის საფრთხე შეამციროს. I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას მაზარ-ი-შარიფის ბაზა „მარმალზე“ 2017 წლის იანვრიდან ასრულებს. ასეულის უმთავრეს ამოცანას სამოქმედო არეალში პატრულირება წარმოადგენს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)