|
2017-06-13 15:58:15, 799 ნახვა
რეგიონი
გურჯაანის და სიღნაღის რაიონებში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 12 ივნისს სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში 965 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიშ ღრუბლის მასებზე აქტიური ზემოქმედება მოახდინა. „დელტას“ ინფორმაციით, ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო, შეზღუდვების პირობებში 60 ერთეულამდე რაკეტა იქნა გასროლილი. ღრუბლის მასები კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემოვიდა და მას ადგილზე დაემატა შიდამასიური ღრუბელიც. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 20 მმ იყო. 16:57 საათიდან 18:18 საათამდე 60-მდე რაკეტით 18 სეტყვასაშიში ღრუბლის კერა დამუშავდა. აქტიური ზემოქმედების შედეგად ატმოსფერული პროცესების მაქსიმალურად განეიტრალება მოხერხდა, ნალექის დიდი ნაწილი ორივე რაიონში უმეტესად ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა. წვრილი სეტყვის მარცვლების მოსვლა აღინიშნა მხოლოდ სიღნაღის რაიონში, კერძოდ სოფლებში - ვაქირის, მაშრაანის და საქობოს ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ სოფელი საქობო მდებარეობს სროლისთვის აკრძალულ ზონაში.
(NS)
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)