|
2017-06-12 15:23:22, 2041 ნახვა
სამართალი
სასამართლო „ბირჟა მაფიას“ წევრ გიორგი ქებურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მსჯელობს
თბილისის სააპელაციო სასამართლო მუსიკალურ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ ერთ-ერთი წევრის, გიორგი ქებურიასთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე მსჯელობს. დაცვის მხარე მისთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ბრალდების მხარეც ეთანხმება. რაც შეეხება მეორე დაკავებულის, მიხეილ მგალობლიშვილი სასამართლომ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. შეგახსენებთ, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)