|
2017-06-11 16:45:33, 2033 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობების გაღვივება ვერავინ მოახერხოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განაცხადა, რომ არც ერთი ისეთი ნორმა არ დამტკიცდება საქართველოს პარლამენტის მიერ, რომელსაც ვენეციის კომისია უარყოფითად შეფასებს. როგორც კობახიძემ თავმჯდომარემ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის საქართველოს რიგით XVIII ეროვნულ საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მეორე თავთან დაკავშირებით, რამდენიმე, არსებითად ტექნიკური ხასიათის შენიშვნა გამოითქვა და ეს გაზიარებული და ასახული იქნება. „ყველაზე ცხელი საკითხები მეორე თავში ეს იყო მიწა და ქორწინება. საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგების გათვალისწინებით და შემდგომი მსჯელობის საფუძველზე, გადაწყდა ჩანაწერის გამკაცრება. გრძელდება იმასთან დაკავშირებით მსჯელობა, თუ როგორ ჩამოყალიბდება მიწასთან დაკავშირებული ჩანაწერი, თუმცა, იქნება მაქსიმალურად შეზღუდული მიწის გასხვისება უცხოელებზე. ფართო დისკუსია იყო ქორწინების საკითხთან დაკავშირებითაც. კონსტიტუციის დონეზე კონკრეტდება ქორწინების დეფინიცია, კერძოდ, აღინიშნება კონსტიტუციაში, რომ ქორწინება ეს არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის კავშირი. ძალიან კონკრეტული ძალები იყენებენ ასეთი დეფინიციის არ არსებობას ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად. ჩვენ გვინდა, რომ ეს საბაბი გამოვაცალოთ ასეთ ძალებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვერავინ მოახერხოს საქართველოში როგორც ჰომოფობიური, ისე ანტიდასავლური განწყობების გაღვივება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)