|
2017-06-10 11:36:27, 883 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებულ ძალებს 132 წვევამდელი შეემატა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 132 წვევამდელი შეემატა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა ფიცი გორის ციხეზე დადეს. სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცეს, მხარდაჭერა აღუთქვეს და ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვეს. ახალწვეულებს სიტყვით შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ მიმართა. წვევამდელებმა განახლებული ძირითადი საბრძოლო მომზადება (BCT) პირველი ქვეითი ბრიგადის საწვრთნელ ბაზა ხცისში გაიარეს. კურსის განმავლობაში რეკრუტებმა საცეცხლეს მომზადების, სადისციპლინო წესდების, ტაქტიკისა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები განავითარეს. დღეიდან ახალწვეულები პირველ ქვეით ბრიგადაში ცხრა თვე იმსახურებენ და ახალი სისტემით ისარგებლებენ. ისინი საბრძოლო მომზადებას, ისევე როგორც კონტრაქტით მოსამსახურეები, ყოველდღიურად გაივლიან. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები სრულყოფილ სამხედრო მომზადებას გაივლიან და მონაწილეობას თითქმის ყველა სწავლებაში მიიღებენ, რაც ქვედანაყოფში ჩატარდება. ჯარისკაცებს გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით სარგებლობისა და უქმე დღეებში დასვენების საშუალებაც ექნებათ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)