23:01 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 15:12:28, 2272 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე სხდომა 23 ივნისს განახლდება

ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში  მიმდინარე  არსებითი განხილვის დღევანდელი სხდომა დასრულდა.

როგორც  ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა დაასრულა.

მისივე განმარტებით, დაცვის მხარის შესავალი სიტყვა დღევანდელ პროცესზე  თავიდან ბოლომდე ვერ ესწრებოდა, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება დღევანდელი სხდომა დასრულებულიყო. 

ე.წ. ციანიდის  საქმეზე სხდომა 23 ივნისს 11:00 საათზე  სწორედ ადვოკატების შესავალი სიტყვით განახლდება.

რაც შეეხება პროკურატურის შესავალ სიტყვას, ადვოკატ გიორგი ფანცულაიას შეფასებით, მათ შესავალ სიტყვაში კურიოზული მომენტები იყო.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სხდომის საჯარო რეჟიმში გაგრძელებასთან დაკავშირებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics