|
2017-06-08 15:37:04, 2341 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: ჰილარი კლინტონს საარჩევნოდ ინტერნეტიზაციის იგივე პროგრამა ჰქონდა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა პირველად კონსტიტუციით დარეგულირდება. მისივე თქმით, ჩანაწერი, რომელიც კონსტიტუციის მეორე თავში გაკეთდება, გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები გადადგას ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით და მეორეს მხრივ, გულისხმობს მოქალაქეების უფლებას, სასამართლოშიც კი დაიცვან უფლება, ჰქონდეთ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა: „მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია, კონსტიტუციის მეორე თავში იქნება ეს ჩანაწერი, რაც გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები გადადგას ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით და მეორეს მხრივ, ეს გულისხმობს, მოქალაქეების უფლებას, რომ სასამართლოშიც კი დაიცვან უფლება, ჰქონდეთ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა. სახელმწიფოს ვალდებულებები იზრდება ძალიან სერიოზულად. საქართველო ის სახელმწიფოა, სადაც წინა არჩევნებზე ვთქვით, ვახორციელებთ გეგმას და ჩვენ პრაქტიკულად მთელი საქართველო უნდა მოვიცვათ სწრაფი და ხელმისაწვდომი ინტერნეტით მთელი მოსახლეობისთვის“,-აღნიშნა სუბარმა და დასძინა, რომ აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონსაც თავის დროზე იგივე პროგრამა ჰქონდა: „გასულ წელს იყო არჩევნები შეერთებულ შტატებში და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს ჰილარი კლინტონს ჰქონდა იგივე პროგრამა. თუ ის გაიმარჯვებდა, ამას გააკეთებდა მთელი ამერიკისთვის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)