|
2019-02-10 19:08:25, 2373 ნახვა
სამართალი
შსს-ს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური და პოლიკლინიკა თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახური თანამედროვე სამედიცინო-დიაგნოსტიკური აპარატურით აღიჭურვა. სამსახურის პოლიკლინიკაში ფუნქციონირება დაიწყო საერთაშორისო სტანდარტის რენტგენის კაბინეტმა, სადაც პაციენტების დიაგნოსტირება მაქსიმალური სიზუსტით და უმოკლეს ვადებში იქნება შესაძლებელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის პოლიკლინიკაში (მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი, N72) 3 ახალი სტომატოლოგიური კაბინეტი მოეწყო, რომლებიც, ასევე, თანამედროვე, მაღალხარისხიანი სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა. პოლიკლინიკაში გაიზარდა პაციენტების ყოველდღიური მომსახურების შესაძლებლობა, თუ აქამდე კლინიკის მედპერსონალს 150-მდე პაციენტის მომსახურება შეეძლო, ეს რიცხვი 3-ჯერ, 450-მდე გაიზარდა. ჯანმრთელობის დაცვის სამსახური უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, თადარიგში დათხოვნილი პირების (პენსიონერების), მათი ოჯახის წევრების და სამინისტროს სასწავლო მიმართულების მსმენელთა მრავალპროფილურ უფასო სამედიცინო მომსახურებას. სამსახურის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური განვითარების შენარჩუნება და განმტკიცება, ავადობისა და შრომისუუნარობის შემცირება, საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარული მომსახურება, ავადმყოფთა და დაჭრილთა სამედიცინო რეაბილიტაცია. თანამშრომელთა ჯანმრთელობა და სოციალური უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა შინაგან საქმეთ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)