|
2017-06-06 17:31:54, 2350 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს საპარლამენტო ფრაქციებში მოუსმენენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს საპარლამენტო ფრაქციებში მოუსმენენ. გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც საორგანიზაციო საკითხების გაცნობას დაეთმო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 33 კანდიდატის სია, შემდგომი განხილვისთვის ფრაქციებს გადაეგზავნათ, რომლებიც, მაქსიმუმ ორი კვირის ვადაში, იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ. ბიუროს სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას დიდ ბრიტანეთში და პარლამენტის წევრების დავით მათიკაშვილის და რამაზ ნიკოლაიშვილის მოლდოვაში ვიზიტები ცნობად მიიღეს. ბიუროს წევრები, გარკვეულ კომიტეტებში, ფრაქციებს შორის კვოტების დათმობის შესახებ ინფორმაციასაც გაეცნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)