|
2019-02-05 18:47:20, 2430 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარიამ და ტოივო კლაარმა საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება განიხილეს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს - ტოივო კლაარს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. გიორგი გახარიამ, ტოივო კლაართან საუბრისას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მხრივ გამოკვეთილ გამოწვევებსა და ოკუპაციის ხაზზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო ძალების მიერ თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას, რაც საფრთხეს უქმნის ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)