19:32 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 17:27:13, 2173 ნახვა

სამართალი
ლევან როსტოშვილს პატიმრობის ვადა შეუმცირდა

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილთან  და მსახიობ ლაშა კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ორივე მათგანს სასჯელის ვადა შეუმცირდა.

ადვოკატ მალხაზ სალაყაიას განცხადებით, დღეს სააპელაციო სასამართლოში შედგა განხილვა, სადაც გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც რეალური სასჯელის ვადათ ლაშა კურტანიძეს ერთი, ხოლო ლევან როსტოშვილს კი სამი წელი განესაზღვრათ. მათვე დაეკისრათ 40 ათისი ლარი ჯარიმის გადახდა და პირობითი სასჯელი, კურტანიძის შემთხვევაში სამი წელი და როსტოშვილის შემთხვევაში ოთხი წელი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლევან როსტოშვილს 8 წლით, ხოლო მსახიობ ლაშა კურტანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
  
როსტოშვილი და კურტანიძე 2016 წლის 6 მაისს დააკავეს. დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით აღიძრა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics