02:24 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-04 10:45:10, 2623 ნახვა

მსოფლიო
ბოლო მონაცემებით, ლონდონში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ბოლო მონაცემებით, ლონდონში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავდა 50-მდე ადამიანი. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია სამი თავდამსხმელის ლიკვიდაციის შესახებაც.

შეგახსენებთ, გუშინ ლონდონში ინციდენტი, რომელსაც შემდეგ პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა, ორ ადგილას მოხდა.

თავდაპირველად, ლონდონის დროით 22:15 საათზე მიკროავტობუსი ლონდონის ხიდზე მოქალაქეებს დაეჯახა, შემდეგ კი ბოროტმოქმედები მოქალაქეებს თავს  სავაჭრო  უბან  Borough Market-ში დაესხნენ, რომლის შედეგადაც, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics