|
2017-06-03 15:13:59, 2500 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აბაშიშვილი: სრულ ნდობას ვუცხადებთ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებლები
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ადმინისტრაცია სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც ქვეყანაში მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებლები, ნდობას უცხადებს. მან იმედი გამოთქვა, რომ სახელწმიფო სტრუქტურები თბილისში გაუჩინარებულ ჟურნალისტთან აფგან მუხთარლისთან დაკავშირებით, ზუსტი გამოძიების შედეგს დადებენ. „ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც არიან პასუხისმგებლები საქართველოში მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები მოგვცემენ სრულ სურათს და ზუსტ გამოძიებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტის ადვოკატის განცხადებები შემაშფოთებელია. „ჟურნალისტის ადვოკატის განცხადებები არის ძალიან შემაშფოთებელი. ბუნებრივია, ეს არის ის მოვლენა და სამწუხარო ფაქტი, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. ბუნებრივია, სხვადასხვა ტიპის უამრავი ვერსია შეიძლება არსებობდეს, უამრავ სპეკულაციას შეიძლება ჰქონდეს ადგილი იმ დრომდე, ვიდრე გამოძიება არ შემოგვთავაზებს ჩვენ რეალურ სურათს თუ როგორ მოხდა ეს ფაქტი“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)