|
2017-05-31 15:52:44, 1058 ნახვა
სამხედრო
ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქართველი სამხედროები არ არიან
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქაბულში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქართველი სამხედროები არ არიან. „დღეს, დილით 08:23 საათზე, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, საწვავმზიდი აფეთქდა, რომელშიც დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა. შემთხვევა ქაბულში, ე.წ. საელჩოების დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი, გერმანიის საელჩოს მახლობლად მოხდა. აფეთქების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურეები რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და მომხდარის შედეგად ისინი არ დაშავებულან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)