|
2017-05-31 00:10:09, 2546 ნახვა
სამართალი საზოგადოება
ადვოკატი - ჟურნალისტი თბილისიდან ბაქოში ნაცემ მდგომარეობაში გადაიყვანეს
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის განცხადებით, ის გუშინ თბილისში, საკუთარ უბანში გაიტაცეს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა პირად ადვოკატთან ელჩინ სადიგოვთან საუბარში აღნიშნა. ინფორმაციას გაუჩინარებული ჟურნალისტის მეუღლე ავრცელებს. როგორც ჟურნალისტის ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვისვეშ მყოფი ნაცემ მდგომარეობაში „ოპელის“ მარკის ავტომობილში ჩასვეს. ადვოკატის ცნობით, ჟურნალისტს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის არსებობს ეჭვი, რომ მას ნეკნი აქვს ჩამტვრეული. „მანქანამ ის თბილისიდან გაიყვანა. ამის შემდეგ მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს, თუმცა მუხტარლიმ აღნიშნა, რომ გული აქვს სუსტი და სუნთქვა უჭირს. გამტაცებლებმა შემდეგში თვალები აუხვიეს. უკაცრიელ ადგილას მათ მანქანა გამოცვალეს. ცოტა ხანში კი, მორიგი ავტომობილით გააგრძელეს მოძრაობა. როდესაც მანქანიდან გადმოიყვანეს, უკვე საბაჟო გამშვებ პუნქტზე იყო.იქ დააკავეს და 10 ათასი ევრო უპოვეს ჯიბეში. მის წინააღმდეგ საქმე 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონო კვეთას და 206-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც კონტრაბანდას გულისხმობს, აღიძრა. აფგან მუხტარლიმ მითხრა, რომ ადამიანებმა ვინც მისი დაკავება მოახდინეს საკუთარ იდენტიფიკაციას არ ახდენენ, თუმცა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ჰგვანან“, - განაცხადა ადვოკატმა. სადიგოვმა გარეთ დამონტაჟებული კამერების ვიდეო ჩანაწერი უკვე გამოითხოვა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში გუშინ გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, ბაქოში მალულად გადაიყვანეს. ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)