|
2017-05-30 15:44:45, 1974 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, რიჰარდს კოზლოვსკის შეხვდა. რიჰარდს კოზლოვსკი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოში სპეციალურად პოლიციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გიორგი მღებრიშვილმა და რიჰარდს კოზლოვსკიმ ხელი მოაწერეს „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ერთობლივ განცხადებას. დოკუმენტი მიზნად ისახავს, ხაზი გაუსვას მხარეთა სურვილს, განავითარონ და გააღრმავონ ორმხრივი ურთიერთობები შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, მათ შორის, ევროპული მისწრაფებების კონტექსტში. ერთობლივი განცხადების თანახმად, ქართველი და ლატვიელი სამართალდამცველები, რეფორმების განხორციელებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ერთმანეთს გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ. გიორგი მღებრიშვილმა ლატვიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვისა და ამ კუთხით შეტანილი წვლილისთვის. „ჩვენ ვაფასებთ ლატვიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მისწრაფებისადმი - გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრი. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას. ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი განცხადება არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ჩვენ განვითარების საერთო გზა გვაქვს არჩეული და მზად ვართ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ერთმანეთს“,- განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა. შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ლატვიელ კოლეგას საქართველოს შს სამინისტროში მიმდინარე, დაგეგმილი სიახლეები და რეფორმები გააცნო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)