|
2017-05-29 17:03:10, 1766 ნახვა
კომენტარი
რამიშვილის თქმით, დეკანოზს პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობა ჰქონდა, რის საფუძველზეც საქმიანობას აწარმოებდა
ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას ბრალდებები, თუთქოს მამა გიორგი მამალაძე ფულის გათეთრებას ცდილობდა, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც რამიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მამა გიორგი მამალაძესა და ინვესტორს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი არსებობს, სადაც ყველაფერი დეტალურადაა ასახული. ადვოკატის თქმით, მისი დაცვისქვეშ მყოფს პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობა ჰქონდა, რის საფუძველზეც საქმიანობას აწარმოებდა. "რამდენიმე დღიუს წინ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ საზოგადოებას ამცნო, რომ თურმე მამა გიორგის მიერ ხდებოდა გარკვეული ფირმის და გარკვეული გრანტ-თანხების მიღება, საუბარია 50 მილიონზე, რომელიც ქარჩავას აზრით, მამა გიორგის შუამავლობით უნდა გატეთრებულიყო. ამავდროულად ჩვენ ვუხსნით საზოგადოებას, რომ ეს საქმიანობა დაკავშირებული იყო მის სამსახურეობრივ არეალთან და ქონების მართვასთან. მამა გიორგის ძალიან მჭირდო კავშირი ჰქონდა პატრიარქთან და მინდა საზოგადოებას გავაცნო, რომ არსებობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მინდობილობა, სადაც მითითებულია, რომ შესაბამისი კანონიკური სამართლის საფუძველზე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრსა და შპს ქუთაისის საეკლესიო დავით აღმაშენებლის სახელობის საავადმყოფოში, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის საკითხებს მამა გიორგი მამალაძე აგვარებდა. დიახაც, დეტალურად იყო პატრიარქი საქმის კურსში. საუბარია 10 მილიონზე. მინდობილობა იყო გაცემული ნებისმიერ საკითხზე, მნიშვნელობა არ ჰქონდა რა თანხაზე იქნებოდა საუბარი. ასევე არსებობს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი თანამშრომლობაზე, რომელიც დაიდო უკრაინის მოქალაქე სერგეი ჯამბოვთან, სადაც მითითებულია, რომ თანამშრომლობის სფეროს წარმოადგენდა შემდეგი მიზანი: კლინიკის საკუთრებაში არსებული სამედიცინო ცენტრის შენობის სრული რეკონსტრუქცია, ინვენტარით და დანადგარებით აღჭურვა და ფუნქციონირება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, რაც შემდგომში საწინდარი იქნებოდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ჯანდაცვისა და სამედიცინო მომსახურების ეფექტურად მიწოდების თაობაზე. ამ ყველაფერზე გრანტის სახით 10 მილიონ 500 ათასი დოლარის ინვესტიციის მოძიება იყო საჭირო, რომელიც მამა გიორგის უნდა მოეპოვებინა. ყველაფერი, ყველა საბუთი რაც გაგვაჩნია ეს არის დედანი. ძალიან მაინტერესებს ედიშერ ქარჩავას საიდან აქვს საბუთები?! დონორი ჩარიცხავდა მიზნობრივ გრანტს, რომელიც მოხმარდებოდა კლინიკის თანამედროვე ინვენტარით აღჭურვას", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)