|
2017-05-29 14:55:59, 2497 ნახვა
სამართალი კომენტარი
ედიშერ ქარჩავა წმინდა სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს და მისი გუნდის ეკლესიიდან გაშვების საკითხს დააყენებს
საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, წმინდა სინოდის სხდომაზე აპირებს დააყენოს საკითხი, რომ მეუფე პეტრემ თავისი განზრახვის გამო, ან ბოდიში მოიხადოს და პატრიარქს შენდობა სთხოვოს, ან ეკლესიიდან გაუშვან. „პატრიარქს ლოცვა-კურთხევა არ სჭირდება, როცა პატრიარქს ვიცავ, თქვენი მამის წინააღმდეგ რომ ვინმემ რაღაცის განხორციელება დაიწყოს, თქვენ მამას შეეკითხებით, მამა დაგიცვა თუ არა?! ამ შემთხვევაში მე ვამბობ ჩემს დასაბუთებულ პოზიციას. მე, ედიშერ ქარჩავა, ვაპირებ წმინდა სინოდის წინაშე საკითხის დაყენებას, რომ მეუფე პეტრე თავისი გუნდითა და მხარდაჭერებით, ან საჯაროდ გამოვა, ბოდიშს მოიხდის, შენდობას და პატიებს სთხოვს კათოლიკოს-პატრიარქს იმ თავისი დანაშაულებრივი განზრახვისათვის, რაც მას გააჩნია და გააბრიყვა მთელი თავისი სამეგრელოს ნაწილი და გარემოცვა, დედაოები გადაქცეული არიან არტილერისტებად ფეისბუქზე. გაგიგიათ, სასულიერო პირები ილანძღებდონენ და ლანძღვა-გინებას ფეისბუქიდან ახორციელებდნენ? ეს ხომ სახეა უკვე ადამიანის? მამა გიორგი პრესსპიკერი რომ გამოდის და პატრიარქს და ეკლესიას რომ უპირისპირდება ამის ანალიზი...“,-განაცხადა ედიშერ ქარჩავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)