|
2017-05-25 16:35:34, 721 ნახვა
სამხედრო
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ავღანეთში ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელა
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელა. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოდან ჩატანილი სასკოლო ნივთები ქარაბაქის რაიონის სოფელ ბაგი-ალამის სკოლის მოსწავლეებს გადასცეს. ავღანეთში, გოგონათა სკოლაში ჰუმანიტარული ოპერაცია ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა პირველად განახორციელეს. ოპერაციაში II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ქალი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. ქართველ სამხედროებთან ერთად სკოლაში ამერიკელი ჯარისკაცები და ავღანეთის ეროვნული არმიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში განხორციელებული ჰუმანიტარული ოპერაციის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება და მათი კეთილგანწყობის მოპოვებაა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)