|
2017-05-25 13:06:49, 2096 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: სახალხო დამცველის სამსახურს ხელფასს ვუხდით, რომ აღმოაჩინოს და წარმოგვიდგინოს პრობლემები
საქართველოს პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა სახალხო დამცველის საპარლამენტო გამოსვლას და აღნიშნა, რომ ომბუდსმენის აქცენტები ქვეყნის პოლიტიკურ- საზოგადოებრივ დისკუსიას განაპირობებს, ძალიან საინტერესო და ყურადსაღებია. პრეზიდენტი მოუწოდებს საზოგადოებასა და ხელისუფლებას გააანალიზონ და მხედველობაში მიიღონ ყველა ის საკითხი, რომელიც ომბუდსმენმა წამოჭრა საპარლამენტო გამოსვლისას. გიორგი მარგველაშვილმა იმ განწყობების შესახებაც ისაუბრა, რომელიც სახალხო დამცველის მიმართ არსებობს და იმ ადამიანებს უპასუხა "ვისაც მიაჩნია, რომ ომბუდსმენი გუნდრუკს უნდა უკმევდეს ხელისუფლებას, დაკავებული იყოს შედარებითი ანალიზებით, წარმოაჩენდეს არა პრობლემებს, არამედ ქადაგებდეს რამდენად კარგადაა ვითარება. "ბევრი საინტერესო ინსტიტუტი არსებობს, ბევრი საინტერესო პოლიტიკოსი მოევლინება ხოლმე საზოგადოებას, რომელიც აღავლენს დიდებას ძლიერთა ამა ქვეყნისა მიმართ, მაგრამ არა ომბუდსმენი. ომბუდსმენის ფუნქცია მდგომარეობს სწორედ იმაში და ჩვენ ომბუდსმენის სამსახურს და სახალხო დამცველის სამსახურს ვუხდით ხელფასს სწორედ იმაში, რომ აღმოაჩინოს პრობლემები, წარმოგვიდგინოს, მოგვცეს შესაძლებლობა მათი ანალიზის და მათი დაძლევის. თუ ომბუდსმენი მხოლოდ ისაუბრებს იმის თაობაზე რა არის გაკეთებული კარგი, ასეთ შემთხვევაში ასეთ ინსტიტუტს არ ექნება ფასი. არიან ადამიანები, რომლებიც ამას სრულიად უფასოდ აკეთებენ და მათ შეგვიძლია მივანდოთ ეს საქმე. სწორედ კრიტიკული ანალიზი, სწორედ პრობლემებზე მითითება არის ის, რაც ჩვენ გვეხმარება უკეთესი საზოგადოების შექმნისათვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე, რომელსაც უჩა ნანუაშვილიც ესწრებოდა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)