|
2017-05-23 15:15:52, 2431 ნახვა
მსოფლიო
ტერეზა მეი: სამართალდამცველები იკვლევენ, ვისი სახელით მოქმედებდა დამნაშავე
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დარწმუნებული არიან, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც ტერეზა მეიმ დღეს საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, სამართალდამცველები იკვლევენ, ვისი სახელით მოქმედებდა დამნაშავე. "სამართალდამცავები მუშაობენ მომხდარის სრული სურათის გასარკვევად, რა მოხდა რეალურად მანჩესტერ არენასთან. ტერორისტმა გამიზნულად შეარჩია კონცერტის დასრულების დრო, რათა მაქსიმალურად მეტი ადამიანი დახოცილიყო. გარდაიცვალა 22 ადამიანი და დაიჭრა 59, გარდა ამისა სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობები მიიღო ბევრმა ადამიანმა და ისინი, ამ დრომდე, აგრძელებენ მკურნალობას. გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვები და ახალგაზრდები“, -განაცხადა ტერეზა მეიმ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, პოლიციასთან ითანამშრომლონ. მისი თქმით, ტერორიზმის საფრთხე ისევ მაღალია. შეგახსენებთ, რომ ქალაქ მანშესტერში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა. აფეთქება პოპ მომღერალის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა, თვითონ მომღერალი კი არ დაშავებულა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)