|
2017-05-23 14:26:09, 2399 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმესთან დაკავშირებით 35 ადამიანი დააკავეს
თურქი სამართალდამცველები ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმესთან დაკავშირებით 144 პირს ეძებენ, მათ შორის 35 ადამიანი უკვე დაკავებულია, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სპეცოპერაციები ქვეყნის 42 პროვინციაში განახორციელეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეჭვმიტანილები მიმოწერისთვის სპეციალურ პროგრამა-მესინჯერს - Bylock-ს იყენებდნენ, რომლითაც ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის მხარდაჭერები და გასული წლის სამხედრო გადატრიალების მონაწილეები სარგებლობდნენ. ცნობისთვის, თურქეთის ხელისუფლება გიულენთან შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებებს აგრძელებს და ბოლო 1 თვის განმავლობაში 200-მდე ადამიანი დააკავეს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 249 ადამიანი დაიღუპა, 2 200 კი მძიმედ დაშავდა. თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. გიულენი ამერიკის შტატ პენსილვანიაში ცხოვრობს და თურქეთი მის ექსტრადირებას ითხოვს. შტატები ექსტრადირებაზე უარს აცხადებენ. რაც შეეხება გიულენს ის ბრალს არ აღიარებს. გარდა ამისა, გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით დაიხურა ათობით სკოლა და უნივირსიტეტი, ასევე რამდენიმე მედია საშუალება. პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განკარგულებით სამსახურიდან დაითხოვეს ათასობით ადამიანი, ამასთან 15 ათასამდე მასწავლებელი, 6 ათასამდე სამართალდამცველი და 100-მდე ჟურნალისტი დააპატიმრეს, გიულენთან კავშირის ბრალდებით.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)