|
2017-05-23 12:39:14, 2169 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: პრეზიდენტის თავთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას შენიშვნები არ აქვს
„პრეზიდენტის თავთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ექსპერტებს კრიტიკული ან რაიმე სახის შენიშვნა არ ექნებათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს, ბერლინში, კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. „რაიმე სახის შენიშვნები პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან, მის ფუნქციებთან დაკავშირებით, არ გამოთქმულა ვენეციის კომისიის ექსპერტების მიერ. იყო გარკვეული შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ პირიქით, რამდენიმე ფუნქცია ამ მოწყობის სახელმწიფოში, კონსტიტუციურად საპარლამენტო სახელმწიფოში არ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს და ამასთან დაკავშირებით, იყო მცირე დისკუსია. საერთო ჯამში, პრეზიდენტის თავთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ექსპერტებს რაიმე კრიტიკული ან რაიმე სახის შენიშვნა არ ექნებათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი განცხადებით, გამოთქმული შენიშვნა მოქალაქეობის მინიჭების უფლებამოსილებას ეხებოდა. „ერთ-ერთი საკითხი იყო ასეთი მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ეს არ ჰქონდეს პრეზიდენტს, იქიდან გამომდინარე, რომ წმინდა საპარლამენტო რესპუბლიკაში მსგავსი პრაქტიკა ხშირ შემთხვევაში არ არსებობს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. კონფერენციის მეორე დღეს ადამიანის ძირითად უფლებებზე, სასამართლო ხელისუფლებაზე, მთავრობაზე, სახელმწიფო ფინანსებსა და სახელმწიფო თავდაცვაზე მსჯელობენ.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)