|
2017-05-22 11:31:46, 2244 ნახვა
სამართალი საზოგადოება
მოსამართლემ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული დავით დევნოზაშვილი პატიმრობაში დატოვა
ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე მოსამართლემ კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ პატიმრობაში დატოვების მიზეზად ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე დაასახელა. დაცვის მხარე დევნოზაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, პროკურატურა კი მიზანშეწონილად კვლავ პატიმრობას მიიჩნევდა. "არსებობს მიმალვის საფრთხე, არსებობენ მოწმეები, რომლებიც პირდაპირ უთითებენ დავით დევნოზაშვილზე. სანამ ჩვენ ამ მოწმეებს არ დავკითხავთ, არის მათზე ზემოქმედების საფრთხე და შესაბამისად პატიმრობა ერთადერთი მიზანშეწონილი გზაა. მას კავშირები აქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მისთვის მიმალვა მარტივი იქნება", - განაცხადა პროკურმა ემზარ გაგნიძემ. შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დავით დევნოზაშვილს ბრალად ედება უფლებამოსილების გადამეტება. ამავე საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ალექსანდრე მუხაძეს, რომელიც ამჟამად წითელი ცირკულარით იძებნება.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)