13:54 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-20 12:26:08, 2393 ნახვა

მსოფლიო
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ბაღდადში მორიგი ტერაქტი მოაწყო - დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან პოლიციელები, - ამის შესახებ სააგენტო AP იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ოფიციალური ცნობით, აფეთქებას შედეგად 20 ადამიანი დაშავდა.

ერაყის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, პირველი აფეთქება პოლიციის საკონტროლო-გამსვებ პინქტთან მოხდა, ხოლო მეორე ხალხმრავალ ქუჩაზე.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერორისტების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 80 ადამიანი დაშავდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics