|
2017-05-19 17:24:07, 2029 ნახვა
კომენტარი
ზალბერი: ევროკავშირი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული არჩევნების ფორმატს არ აღიარებს, ამ პრინციპს მეც ვუჭერ მხარს
ვროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერის განცხადებით, ევროკავშირი არ აღიარებს იმ ფორმატს, რომლითაც არჩევნები სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარდა. მისივე განმარტებით, ის ევროკავშირის აღნიშნულ პრინციპს მზარს უჭერს. „ჩვენ განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც თქვენთვის არის ცნობილი და გაღელვებთ. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - ჩვენთვის ეს უდავოა. მე, როგორც ევროპული კავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მხარს ვუჭერ ამ მიდგომას და ამას ყველგან ხაზს ვუსვამ. რაც შეეხება არჩევნებს სეპატარისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში, ევროპულმა კავშირმა ნათელი გახადა, რომ არ აღიარებს იმ ფორმატს, რომლითაც ეს არჩევნები ჩატარდა. მეც ასევე, ამ პრინციპს ვუჭერ მხარს. ამავდროულად, ევროკავშირი მოწოდებულია, კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში თავისი წვლილი შეიტანოს და ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც ევროკავშირი და პირადად მე, ჩართული ვართ ჟენევის მოლაპარაკებებში. ეს არის ჩემი მანდატის ძირითადი იდეა“, - აღნიშნა ზალბერმა. ცნობისთვის, სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ჰერბერტ ზალბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში "გამარჯვება" მიულოცა.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)