|
2017-05-18 17:13:40, 2430 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა რუსეთთან მის შესაძლო კავშირების გამოძიებას „კუდიანებზე უდიდესი ნადირობა“ უწოდა
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ სპეციალური პროკურორი დანიშნა, რომელიც ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ფედერაციის შესაძლო ჩარევას გამოიძიებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე საგამოძიებო ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ მიულერი დაინიშნა, რომელიც ბიუროს 2001-2013 წლებში გელმძღვანელობდა. აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილის როდ როზენშტაინის განცხადებით, სპეციალური პროკურორის დანიშნვა საჭირო იყო იმისთვის, რომ გამოძიებას დამოუკიდებელი ექსპერტი ჰყოლოდა. მისივე თქმით, მიულერი გამოძიების განვითარებას დააკვირდება. სპეციალური პროკურორის დანიშნვას დონალდ ტრამპი უკვე გამოეხმაურა. "ეს არის კუდიანებზე უდიდესი ნადირობა, რომელიც ამერიკის ისტორიაში პოლიტიკოსზე ხორციელდება", - წერს ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე. სპეციალური პროკურორის დანიშნვის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც 10 მაისს დონალდ ტრამპმა FBI-ის დირექტორი ჯეიმს კომი გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, კომი დონალდ ტრამპისა და რუსეთის ურთიერთობებს და ოფიციალური კრემლის არჩევნებში შესაძლო ჩარევას იძიებდა. ამასთან, კომის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო ოპოზიციას ქვეყნის პრეზიდენტი გააკრიტიკა და რუსეთთან კავშირებში დაადანაშაულა. ამ ბრალდებებს, ტრამპი სისტემატიურად პასუხობდა და აცხადებდა, რომ "მსგავსი ტიპის ნიუსები სიმართლეს არ შეესაბამება, არის ფარსი, რომელსაც მოქალაქეების მიერ შემოტანილი გადასახადებით ფინანსდება".
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)