16:35 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 10:15:51, 1974 ნახვა

სამართალი
თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აკრძალულია

დღეს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აკრძალულია.

კერძოდ, გადაკეტილია ვარდების მოედანი. ამასთან, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობა აიკრძალება - თავისუფლების მოედანზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე და ყველა მის მკვეთ ქუჩაზე.

„ ავტომანქანები შემოვლითი გზით, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, მარჯვენა სანაპიროზე იმოძრავებენ. სატრანსპორტო მოძრაობა აქციების დასრულებისთანავე აღდგება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება იმართება, 13:00 საათზე კი ვარდების მოედნიდან და სამების ტაძრის მიმართულებთ მსვლელობა გაიმართება.

დღესვე მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცაველებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილი აქვთ. ადგილზე მხოლოდ აქციის მონაწილებს და მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ მისვლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics