|
2017-05-15 17:42:14, 913 ნახვა
სამხედრო
ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო რეაქტიული სისტემებიდან საბრძოლო სროლები გაიმართა
ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო რეაქტიული სისტემებიდან საბრძოლო სროლები გაიმართა. საველე სროლებს სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საარტილერიო რეაქტიული ბატალიონის გეგმიურ სწავლებაში დასავლეთ სარდლობის II საარტილერიო ბრიგადის 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 ტიპის საარტილერიო დანადგარები მონაწილეობდნენ. სწავლების მიზანი პირადი შემადგენლობის უნარ-ჩვევების დახვეწა, მართვა და კავშირის ორგანიზება, ასევე საარტილერიო-სადაზვერვო ჯგუფებთან ურთიერთშეთანხმება იყო. ბატარეის და ბატალიონის შემადგენლობაში ტაქტიკური სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს პოლიგონზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გეგმურ წვრთნებში 18 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის დანადგარი იყო ჩართული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)