|
2017-05-12 13:31:53, 2084 ნახვა
კომენტარი
ლევან იზორია: საქართველო ტურისტებისა და ქვეყნის მოქალაქეებისთვის ერთ–ერთი უსაფრთხო ქვეყანაა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეების 52% ფიქრობს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. როგორც იზორიამ აღნიშნა, ქვეყანაში უსაფრთხოების მაღალ დონეზე ყველაზე თვალნათლივ ტურისტების რაოდენობის ზრდა მიუთითებს. "საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის საფრთხეები, რაც არსებობს დღეს მსოფლიოში ტერორიზმთან დაკავშირებით. ამის საფუძველს ასევე მაძლევს ის მზარდი პოზიტიური დინამიკა, რომელიც საქართველოს აქვს ტურიზმთან დაკავშირებით. წელს ჩვენ გაცილებით მეტ ტურისტს ველოდებით. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ როგორც ვიზიტორები, ისე ამ ქვეყნის მოქალაქეები, თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ", - განაცხადა იზორიამ. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინა. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2,493 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)