|
2017-05-11 18:00:32, 2468 ნახვა
პოლიტიკა ეკონომიკა მსოფლიო
გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის კომერციის მდივანს შეხვდა
საქართველო-აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ამერიკის კომერციის მდივანმა უილბურ როსმა ისაუბრეს. შეხვედრაზე საქართველოში არსებულ დადებით ბიზნესგარემოზე, სახელმწიფოსა და კერძო სექტორებს შორის აქტიურ თანამშრომლობაზე გამახვილდა ყურადღება. ასევე ითქვა, რომ ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგებში პოზიტიურ პოზიციებს იკავებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამერიკული ბიზნესწრეების ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში. კომერციის მდივანთან შეხვედრაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ პროექტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ამერიკული კომპანიების მონაწილეობა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და სასტუმრო ბიზნესით ამერიკული კომპანიების დაინტერესებას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ძალისხმევისადმი - გარდაიქმნას ბიზნესის, ვაჭრობისა და ლოჯისტიკის რეგიონულ ცენტრად. პრემიერ-მინისტრმა უილბურ როსს მადლობა გადაუხადა იმ პარტნიორული ურთიერთობებისთვის, რომელიც კომერციის დეპარტამენტს წლების მანძილზე საქართველოსთან აკავშირებს. ვაშინგტონში, კომერციის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)