|
2017-05-11 10:31:52, 1960 ნახვა
კომენტარი
სოფო ვერძეული: მოსამართლეთა შერჩევის პრობლემები ვერ აღმოიფხვრა, საჭიროა რეფორმის ახალი ეტაპი
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლის განცხადებით, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ცვლილებების მიღების მიუხედავად, შერჩევის პრობლემები ვერ აღმოიფხვრა. როგორც ვერძულმა ჟურნალისტებს განუცხადა, საჭიროა რეფორმის ახალი ეტაპი. „კვლევა აჯამებს სასამართლო სისტემაში არსებულ რეფორმებს. სახეზეა გამოწვევები, რაც ხელს უშლის დამოუკიდებლობას. პრობლემები ეხება მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის სისტემას. დღეს საბჭო კენჭს უყრის კონკურსანტებს. მესამე ტალღის ცვლილებების მიღების მიუხედავად, შერჩევის პრობლემები ვერ აღმოიფხვრა. არის დისციპლინური სამართალწარმოების პრობლემა. ასევე, პრობლემურია თავმჯდომარეების დანიშვნის წესი. მოსამართლეებმა თავად უნდა აირჩიონ ისინი. საერთო ჯამში, ანგარიში აჩვენებს, რომ კანონპროექტის განხილვის ბოლო ეტაპზე ბევრი რამე ამოიღეს. რეფორმის ახალი ეტაპია საჭირო“, - აღნიშნა ვერძეულმა. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ შეხვედრაზე კვლევის შედეგებს წარმოადგენს, რომელიც მოიცავს რეფორმების ანალიზს, მიმოიხილავს სასამართლო სისტემაში უკანასკნელ ტენდენციებს, განიხილავს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესს, გამოსაცდელ ვადას და უვადოდ დანიშვნას. ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს სასამართლო სისტემის საკითხების უკეთ გააზრებას, მათ შორის ხელისუფლების, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოების, პრაქტიკოსი იურისტების ჟურნალისტების მონაწილეობით.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)