22:26 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 10:23:40, 2232 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის მიერ ქურთული შენაერთების შეიარაღებით მომარაგება თურქეთისთვის მიუღებელია

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქურთული შენაერთების შეიარაღებით მომარაგება თურქეთისთვის მიუღებელია, - ამის შესახებ Euronews იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ოფიციალურ ანკარაში შიშობენ, რომ შეიარაღებას ქურთები თურქეთის არმიის წინააღმდეგ გამოიყენებენ. 

სირიის დემოკრატიული ძალების შემადგენლობაში მებრძოლი ქურთული სამხედრო დანაყოფები ისლამისტებისგან ქალაქ რაქას გათავისუფლების ოპერაციაში იღებენ მონაწილეობას. თურქეთმა კი გასულ თვეს ერაყის ჩრდილოეთით და სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებული ქურთების პოზიციები დაბომბა, რის შედეგადაც 28 ადამიანი დაიღუპა.

ქურთ მებრძოლებს თურქეთი ტერორისტებად განიხილავს, თუმცა რაქაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლველად სირიელი ქურთებისთვის სამხედრო შეიარაღების გადაცემის ბრძანებას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ქურთების აღჭურვა გამარჯვების საწინდარი გახდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics