|
2017-05-09 15:45:28, 2214 ნახვა
მსოფლიო
ISIS-მ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელშიც მათი თქმით, ტყვედ აყვანილ რუს პოლკოვნიკს სიკვდილით სჯიან
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც, დაჯგუფების ინფორმაციით, სირიაში ტყვედ აყვანილ რუს პოლკოვნიკს სიკვდილით სჯიან. როგორც 12-წუთიან, რუსულ ენაზე ჩაწერილ ვიდეომასალაშია ნათქვამი, რუსი პოლკოვნიკი 2016 წლიდან სირიაში და ერაყში მსახურობდა. გარდა ამისა, ტერორისტები მის იდენტიფიკაციას ახდენენ და სამხედროს, როგორც პოლკოვნიკ ევგენი პეტრენკოს მოიხსენიებენ. დაღუპვამდე, რუსი პოლკოვნიკი სირიაში მყოფ რუს სამხედროებს მოუწოდებს, რომ ISIS-ის ჩაბარდნენ. "ამ იდიოტს თავისი სახელმწიფოს დანაპირების სჯეროდა, რომ თუ ტყვედ აიყვანდნენ, მას არავინ მიატოვებდა", - ამბობენ დაჯგუფების წევრები ვიდეოში. ამის შემდეგ, დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა რუს პოლკოვნიკს ხელი გამოჭრა. ცნობისთვის, ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაახლოებულ ერთ-ერთ საიტზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა აღნიშნული პოლკოვნიკის ვიდეო მიმართვა, სადაც რუსი სამხედრო ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ხელისუფლებას მიმართავს. "მინდა მივმართო ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომელმაც კონსტიტუციაზე ფიცი დადო, რომ ყოველთვის დაიცავდა, თავისი ქვეყნის მოქალაქეებს, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ. მიმვმართავ ასევე რუსეთის მოსახლეობას, ყველამ იცით რას წამოადგენს "ისლამური სახელმწიფო". ისიც იცით, რა მემუქრება, თუ ჩემი ბედით არ დაინტერესდებით. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დამეხმაროთ. გთხოვთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთის, რომ დამეხმაროთ. კეთილსინდისიერად ვასრულებდა ჩემს მომოვალეობას. მე თქვენი დახმარება მჭირდება. გახსოვდეთ, რომ ჩემ ადგილას შეიძლება ნებისმიერი თქვენგანი იყოს", - აცხადება რუსი სამხედრო ვიდეო-მიმართვაში.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)