|
2017-05-09 10:30:08, 836 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორიამ ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უცნობი ჯარისკაცის საფლავი უწყების წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინით შეამკო. მინისტრმა ომის ვეტერანებს გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება უსურვა. „ვულოცავ საქართველოს ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავს. საქართველომ ამ გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ასი ათასობით ქართველი შეეწირა ამ ბრძოლას. ჩვენ ქედს ვიხრით მათი სახელების წინაშე, ვამაყობთ და მომავალი თაობებიც იამაყებს ამ გმირობით. მინდა ომის ვეტერანებს ჯანმრთელობა, დიდი ხნის სიცოცხლე და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება ვუსურვო“, - განაცხადა ლევან იზორიამ. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო საყოველთაო განხილვის ფარგლებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარე ვაკის პარკში გამართულ ღონისძიებას არ ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)