|
2017-05-08 17:29:15, 1860 ნახვა
საზოგადოება სამხედრო
უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი მეორე მოდულით გრძელდება
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი მეორე მოდულით გრძელდება. მოდულის თემა „ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის სამართლებრივი საფუძვლებია“ და მას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვეფხვია გრიგალაშვილი გაუძღვა. უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებმა ეროვნული უსაფრთხოების კონსტიტუციურ საფუძველზე, რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩოსა და მისი პოლიტიკური დაგეგმვის სამართლებრივ ასპექტებზე იმსჯელეს. მსმენელებმა სამართლებრივი აქტები მიმოიხილეს და საკანონმდებლო ცვლილებებს გაეცნენ. სემინარზე საუბარი კანონებში არსობრივ წინააღმდეგობას, ასევე პრობლემების იდენტიფიცირების საკითხებს შეეხო. უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამაა, რომელსაც DIB უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს. კურსი ორი თვე გრძელდება და სალექციო კვირეულებს, ტრენინგ-მოდულებს, პრაქტიკულ და დისტანციური სწავლების მოდულებს მოიცავს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)